пятница, 17 января 2014 г.

იაკობ გოგებაშვილის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები


2013 წლის 22 ოქტომბერს ჭიათურის მე-7 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო გოგებაშვილის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული მონტაჟი: ,,დაილოცოს ,,დედაენის“  შემოქმედი“.
მოსწავლეები კითხულობდნენ შოთა ნიშნიანიძის, ხუტა ბერულავას, შიო მღვიმელის, იოსებ ნონეშვილის, ჯანსუღ ჩარკვიანის და სხვათა ლექსებს: ,,გოგებაშვილის ,,დედაენა“,   ,,აი ია“, ,,იაკობ გოგებაშვილს“, ,,დედაენა“, ,,თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი“ და სხვა.
მონტაჟში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: ქრისტინე და ლევან ბიწაძეებმა, გვანცა და აკაკი შეყილაძეებმა, მარი ხვედელიძემ, გიორგი მოდებაძემ, სალომე ბაქრაძემ, მარიამ ღუღუნიშვილმა, მარიამ ვეშაპიძემ, გიორგი ლაშხმა და ანი გოგსაძემ.
მონტაჟი მოამზადა მე-4 კლასის ხელმძღვანელმა ნანა დათეშიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და პედაგოგები. მოსწავლეების გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

ჭიათურის მე-7 საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა 2013 წლის 18-22 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღეს კალიგრაფიის კონკურსში ,,იაკობის კალმის ნაკვალევი“. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ დირექციის წარმომადგენლები, დაწყებითი კლასის პედაგოგები და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორი წარმომადგენელი. ჟიურის წევრებმა მოიწონეს:  მარიამ  ღუღუნიშვილის, დავით უფლისაშვილლის, ლევან ბიწაძის,-გვანცა შეყილაძის, მარი ხვედელიძის, მარიამ კაპანაძის, ჯული ჩუბინიძის, მარი ბაქრაძის, სალომე გოგსაძის  ნაწერები და გამოვლიდნენ გამარჯვებულები.

ჭიათურის მე-7 საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა  2013 წლის ოქტომბრის თვესი შეაგროვეს მასალა და გამოუშვეს გოგებაშვილის დღისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთი ,,დედაენის ფრთებით“- რედაქტორი მე-4 კლასის მოსწავლე მარი ხვედელიძე. მოსწავლეებს რჩევას აძლევდნენ და ეხმარებოდნენ პედაგოგები: ელზა ბრეგვაძე და ნანა დათეშიძე.
22 ოქტომბერი. 2013 წელი.









Комментариев нет:

Отправить комментарий