пятница, 17 января 2014 г.

საახალწლო კარნავალი

2013 წლის 23 დეკემბერი


















იაკობ გოგებაშვილის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები


2013 წლის 22 ოქტომბერს ჭიათურის მე-7 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო გოგებაშვილის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული მონტაჟი: ,,დაილოცოს ,,დედაენის“  შემოქმედი“.
მოსწავლეები კითხულობდნენ შოთა ნიშნიანიძის, ხუტა ბერულავას, შიო მღვიმელის, იოსებ ნონეშვილის, ჯანსუღ ჩარკვიანის და სხვათა ლექსებს: ,,გოგებაშვილის ,,დედაენა“,   ,,აი ია“, ,,იაკობ გოგებაშვილს“, ,,დედაენა“, ,,თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი“ და სხვა.
მონტაჟში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: ქრისტინე და ლევან ბიწაძეებმა, გვანცა და აკაკი შეყილაძეებმა, მარი ხვედელიძემ, გიორგი მოდებაძემ, სალომე ბაქრაძემ, მარიამ ღუღუნიშვილმა, მარიამ ვეშაპიძემ, გიორგი ლაშხმა და ანი გოგსაძემ.
მონტაჟი მოამზადა მე-4 კლასის ხელმძღვანელმა ნანა დათეშიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და პედაგოგები. მოსწავლეების გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

ჭიათურის მე-7 საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა 2013 წლის 18-22 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღეს კალიგრაფიის კონკურსში ,,იაკობის კალმის ნაკვალევი“. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ დირექციის წარმომადგენლები, დაწყებითი კლასის პედაგოგები და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორი წარმომადგენელი. ჟიურის წევრებმა მოიწონეს:  მარიამ  ღუღუნიშვილის, დავით უფლისაშვილლის, ლევან ბიწაძის,-გვანცა შეყილაძის, მარი ხვედელიძის, მარიამ კაპანაძის, ჯული ჩუბინიძის, მარი ბაქრაძის, სალომე გოგსაძის  ნაწერები და გამოვლიდნენ გამარჯვებულები.

ჭიათურის მე-7 საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა  2013 წლის ოქტომბრის თვესი შეაგროვეს მასალა და გამოუშვეს გოგებაშვილის დღისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთი ,,დედაენის ფრთებით“- რედაქტორი მე-4 კლასის მოსწავლე მარი ხვედელიძე. მოსწავლეებს რჩევას აძლევდნენ და ეხმარებოდნენ პედაგოგები: ელზა ბრეგვაძე და ნანა დათეშიძე.
22 ოქტომბერი. 2013 წელი.









რეზიუმე

  • სახელი, გვარი:  ნანა დათეშიძე
  • მისამართი: ქ. ჭიათურა, გ. ტაბიძის 13
  • დაბადების თარიღი:  12 თებერვალი, 1958 წ.
  • ოჯახური მდგომარეობა: დაუჯახებული. მყავს მეუღლე და სამი შვილი
  • განათლება:  ქუთაისი, აკ. წულუკიძის სახ. სახელმწ. პედაგოგიური ინსტიტუტი.     მაგისტრი.
  •  სპეციალობა: დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა.
  • სამუშაო ადგილი: ქ. ჭიათურის მე-7 საჯარო სკოლა, დაწყებითი კლასების მასწავლებელი. ვმუშაობ 1986 წლიდან დღემდე. მუშაობის გამოცდილება 1976-1986 წწ ზოდი საჯარო სკოლა.
  • პროფესიული ტრენინგები და სერთიფიკატები: 
  1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-პროგრამა პირველი და მეორე ეტაპი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2004-2005 წწ. თეორიული და პრაქტიკული კურსი.
  2. ტრენინგ-კურსი _ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. 2009 წ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
  3. სწავლების თანამედროვე მეთოდები დაწყებით კლასებში. 2009წ.
  4. მასწავლებელთა სერთიფიკატი _ დაწყებითი საფეხურის კლასებში მასწავლებლობის უფლება # 0012158. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2012.
  • სხვა უნარები: სერტიფიცირებული მასწავლებელი. მაქვს მუსიკალური განათლება.
  •  კომპიუტერული პროგრამები: ვორდი, ექსელი, ინტერნეტი.
  • უცხო ენები: რუსული და ინგლისური საშუალო დონეზე
  • სიგელები:
  1.  ზღაპრების კონკურსში გამარჯვებისათვის;
  2.  კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებისათვის;
  3. მოზარდი თაობის აღზრდაში და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის.